Type a message წესები და პირობები

ავტორიზაცია

cancel icon დახურვა
phone icon კონტაქტი
en ge
cancel image
დაგვიკავშირდით
სურვილების სია 0
0 პროდუქცია

წესები და პირობები

წესები და პირობები

 

მოგესალმებით,

თქვენ იმყოფებით INGARDEROBE.COM-ის ვებ-გვერდზე. გთხოვთ, ნებისმიერი სახის მომსახურებით სარგებლობისა და ვებ-გვერდზე რეგისტრაციამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკას ბმულზე ingarderobe.com/ge/page/privacy-policy, რომელიც წარმოადგენს წესებისა და პირობების ნაწილს. ვებ-გვერდ INGARDEROBE.COM-ის ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენი მომსახურების და ვებ-გვერდის გამოყენებისთვის დადგენილ წესებსა და პირობებზე.

ყველა ქვემოთხსენებული პირობა არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობის დროს წარმოქმნილ ურთიერთობებს.


ზოგადი პირობები

ვებ-გვერდი INGARDEROBE.COM-ით სარგებლობა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში.

თქვენს მიერ ვებ-გვერდი INGARDEROBE.COM-ის მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი შეკვეთა უნდა ატარებდეს პროდუქციის პირადი გამოყენებისთვის შეძენის მიზანს.

დაუშვებელია წინამდებარე ვებ-გვერდის თქვენი ან სხვა ნებისმიერი პირის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება. დაუშვებელია პროდუქციის გამრავლება, წარმოება, დისტრიბუციის განხორციელება, ასევე ნიმუშების გამოყენება სხვა პროდუქციის წარმოებისთვის.

ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას ელექტრონული ფორმით კომუნიკაციასთან დაკავშირებით. ამასთან გამოხატავთ ნებას და ადასტურებთ, რომ ნებისმიერი კომუნიკაცია, მათ შორის წერილობითი შეტყობინება, ინფორმაციის მიწოდება, შეთანხმება, თანხმობა იქნება თქვენი ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგი და რომ ამგვარი კომუნიკაციის, მათ შორის ელექტრონული ფოსტის, შედეგად მიღწეული შეთანხმება იქნება წერილობითი სახით გაფორმებული შეთანხმების თანაბარი იურიდიული ძალის მქონე.

ვებ-გვერდზე განთავსებულმა ინფორმაციამ, წინამდებარე წესებმა და პირობებმა, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკამ შესაძლოა განიცადოს ცვლილებები. ვებ-გვერდზე ვიზიტის დროს განთავსებული იქნება მხოლოდ მოქმედი წესები და პირობები.  შესაბამისად გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ როგორც წინამდებარე წესებსა და პირობებს, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.


ინტელექტუალური საკუთრება

ნებისმიერი სახის მონაცემი, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდ INGARDEROBE.COM-ზე, მათ შორის ვებ-გვერდის დიზაინი და მისი შემადგენელი ნებისმიერი დეტალი, ასევე ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას. შესაბამისი წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ჩვენი და ჩვენი პარტნიორი კომპანიების ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება.

დაუშვებელია წინამდებარე ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი სავაჭრო ნიშნის, ლოგოს, ესკიზის, და ინტელექტუალური სამართლით დაცული ნებისმიერი ობიექტის არამართლზომიერი გამოყენება, ასევე იმგვარი გამოყენება, რომლითაც შესაძლოა მოხდეს მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა.

ინტელექტუალური საკუთრების არამართლზომიერი გამოყენების შემთხვევაში თქვენ პასუხისმგბელობა გეკისრებათ აანაზღაუროთ როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიებისთვის მიყენებული ზიანი.


თქვენი ანგარიში და  პროფილი 

ვებ-გვერდი INGARDEROBE.COM-ზე რეგისტრაციის დროს თქვენ უნდა მიუთითოთ სწორი ინფორმაცია, ჩვენს მიერ ვერ განხორციელდება მითითებული მონაცემების შემოწმება და მონიტორინგი, შესაბამისად თავად ხართ პასუხისმგებელი თქვენ მიერ მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის სისწორეზე.

რეგისტრაციის დროს თქვენ უნდა დაადასტუროთ, რომ ხართ სრულწლოვანი (18 წლის), რომ გაეცანით ვებ-გვერდითა და მომსახურებით სარგებლობის წესებს და ეთანხმებით მათ.

წინამდებარე ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, თქვენ მოგენიჭებათ ყოველი შემდგომი ავტორიზაციისთვის საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლი INGARDEROBE.COM-ის ვებ-გვერდზე თქვენი მონაცემებით ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ თქვენთვის, დაუშვებელია თქვენი ანგარიშით სარგებლობა ნებისმიერი მესამე პირისათვის.

მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ვებ-გვერდ INGARDEROBE.COM-ზე ნებისმიერი ვიზიტის ან/და მომსახურების სარგებლობისთვის, რომელიც განხორციელდება თქვენი ანგარიშით. უსაფრთხოებისა და ორივე მხარის ინეტერსების დაცვის მიზნით გთხოვთ, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი ანგარიშით არაუფლებამოსილი პირის სარგებლობის ან ასეთი სარგებლობის საფრთხის არსებობის თაობაზე.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მხოლოდ თქვენ გეკისრებათ საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოების და ავტორიზაციისთვის საჭირო ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე პასუხისმგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ანგარიშით და ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურებით ისარგებლებს არაუფლებამოსილი პირი, ჩვენ დავეყრდნობით INGARDEROBE.COM-ის ანგარიშს და ვივარაუდებთ, რომ მომსახურებით ისარგებლეთ თქვენ.


გადახდის ხელმისაწვდომი საშუალებები

ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ვიზა და მასტერქარდის ტიპის ბარათებით, ასევე საქართველოს ბანკის Amex ბარათით

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე წესებით და პირობებით გათვალისწინებული ყოველი ვადა არის ჩვენს მიერ დადგენილი, ხოლო გადახდებს და ანგარიშსოწრებასთან დაკავშირებული მომსახურების განხორციელებას უზრუნველყოფს პარტნიორი ბანკ(ებ)ი შესაბამისად, ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხსიმგებლობას ბანკის მიერ ვადების დარღვევის თაობაზე, თუმცა შესაძლებლობის არსებობის ფარგლებში შევეცდებით წინასწარ შეგატყობინოთ მოსალოდნელ ტექნიკურ თუ სხვა სახის შეფერხებებთან დაკავშირებით.


პროდუქციის შეძენის ინსტრუქცია იხილეთ ამ ბმულზე.


პროდუქციის ტრანსპორტირება/ მიწოდება

ტრანსპორტირების/მიწოდების არეალი: ქალაქი თბილისი

ტრანსპორტირება/მიწოდება არის უფასო.

პროდუქციის მიწოდება განხორციელდება შეკვეთის დადასტურებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.


ონლაინ შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნება 

პროდუქციის უკან დაბრუნება შესაძლებელია

  • პროდუქციისთვის ქარხნული წუნის ან/და დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში;
  • დადასტურებულ შეკვეთაში მითითებულისგან განსხვავებული ზომის, ფერის ან/და განსხვავებული პროდუქტის მიწოდების შემთხვევაში.

ზემოაღნიშნული საფუძვლით პროდუქტის უკან დაბრუნების სურვილის შემთხვევაში ნივთის ჩაბარებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გაქვთ უფლება ვებ-გვერდის თქვენი ანგარიშის შესაბამის განყოფილებაში დააფიქსიროთ მიღებული პროდუქტის მდგომარეობა და თქვენი სურვილი პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებით. რის შემდეგაც ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი. გაითვალისწინეთ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ თქვენ აღარ იქნებით უფლებამოსილი, რომ მოითხოვოთ პროდუქტის უკან დაბრუნება.

ზემოთ აღნიშნული საფუძვლებით პროდუქტის უკან დაბრუნების შემთხვევაში, პროდუქციის უკან დაბრუნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, თქვენ სრულად აგინაზღაურდებათ პროდუქციის საინვოისე ღირებულება.


გახსოვდეთ,

მხოლოდ ვებ-გვერდი INGARDEROBE.COM-ის კანონიერი წარმომადგენელი არის უფლებამოსილი დაადასტუროს თქვენ მიერ შეძენილი პროდუქტის ვარგისიანობა დასაბრუნებლად.

თქვენ მიერ ანგარიშის გვერდზე პროდუქტის დაბრუნების თაობაზე ინფორმაციის განთავსებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში შედგება კომუნიკაცია თქვენსა და ჩვენს უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის, რომელიც ხსენებულ ვადაში ან დაადასტურებს პროდუქტის დაბრუნების საფუძვლის არსებობას, ან უარყოფს მას.

გახსოვდეთ, პროდუქტის უკან დაბრუნების ზემოაღნიშნული პროცედურები უნდა დასრულდეს, ხოლო ნივთის უკან დაბრუნება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს პროდუქტის ჩაბარებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პროდუქცია აღარ მიიღება დასაბრუნებლად.


გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უკან დასაბრუნებული პროდუქცია (ს):

  • არ უნდა იყოს გამოყენებული, გარეცხილი ან/და სხვანაირად დაზიანებული;
  • უნდა ჰქონდეს სასაქონლო იდენტიფიკატორი იარლიყი, ასევე პროდუქციის დასალუქი მოხსნადი იარლიყი;
  • უნდა დაბრუნდეს იგივე შეფუთვაში, რაშიც მიიღებს მომხმარებელი;
  • დასაბრუნებელ პროდუქციასთან ერთად უკან უნდა დაბრუნდეს ვარგის მდგომარეობაში მყოფი ინვოისი;
  • გახსოვდეთ, რომელიმე აღნიშნული პირობის/კრიტერიუმის დარღვევის შემთხვევაში თქვენი მოთხოვნა პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებით იქნება უარყოფილი.

უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება:

  • გახსნილი პროდუქცია, ისეთი სპეციფიკის მქონე პროდუქციისთვის, რომლის რეალიზებაც ვეღარ მოხდება გახსნილ მდგომარეობაში;
  • 50% და მეტ ფასდაკლებაში შეძენილი პროდუქცია;
  • საცვლები, წინდები, პირსახოცები;
  • კომპლექტის ერთეული ნაწილი (შარვალი და პიჯაკის  შემთხვევაში მხოლოდ შარვალი, ან მხოლოდ პიჯაკი და ა.შ.).


ონლაინ შეძენილი პროდუქციის შეცვლა/გადაცვლა

ვებ-გვერდი INGARDEROBE.COM-ის საშუალებით შეძენილი პროდუქციის შეცვლა/გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმავე ბრენდის პროდუქციაში - თქვენთვის არასასურველი ნივთის იმავე ღირებულების ნივთში გადაცვლით, ან თანხის დამატების შემთხვევაში უფრო ძვირადღირებული პროდუქციით. პროდუქციის გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმავე ქალაქში, სადაც შეიძნეთ პროდუქცია.


პროდუქციის შეცვლა/გადაცვლა შესაძლებელია:

საწყის ფასში გაყიდული პროდუქციის შემთხვევაში პროდუქციის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. პროდუქციის მიღების შემდეგ თქვენ უნდა შეამოწმოთ პროდუქციის მდგომარეობა, თუ აღნიშნულის შემდეგ გაგიჩნდებათ ნივთის შეცვლა/გადაცვლის სურვილი პროდუქციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უნდა დააფიქსიროთ აღნიშნულის თაობაზე თქვენი ნება (თქვენთვის ხელსაყრელი არხით, ან მაღაზიაში გამოცხადებით, ან ვებ-გვერდზე თქვენი ანგარიშიდან), ამასთან უნდა გადაამოწმოთ შესაძლებელი იქნება თუ არა ნივთის შეცვლა (მათ შორის, ზომა, ბრენდი და ა.შ.), იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელი იქნება ნივთის შეცვლა/გადაცვლა, მაშინ ამოქმედდება პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებული წესები.

50%-მდე ფასდაკლებულ ფასში გაყიდული პროდუქციის შემთხვევაში პროდუქციის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გაშვების შემდეგ აღარ განხორციელდება შეძენილი პროდუქციის შეცვლა/გადაცვლა.


გახსოვდეთ,

  • ჩვენთან შეძენილი პროდუქციის შეცვლა/გადაცვლა ნებადართულია მხოლოდ ერთჯერადად;
  • ნივთის შეცვლის/გადაცვლის სურვილის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მხოლოდ ის პროდუქცია, რაც რეალურად იქნება კონკრეტული ქალაქის კონკრეტულ მაღაზიაში.;
  • მხოლოდ ვებ-გვერდი INGARDEROBE.COM-ის კანონიერი წარმომადგენელი არის უფლებამოსილი დაადასტუროს თქვენ მიერ შეძენილი პროდუქტის ვარგისიანობა შესაცვლელად;
  • პროდუქციის შეცვლის/გადაცვლის შემთხვევაში თქვენ თავად უნდა უზრუნველყოთ პროდუქციის მოტანა შესაბამის ქალაქში ჩვენს სავაჭრო ობიექტში, შესაბამისად ნივთის ტრანსპორტირების დროს მისი დაზიანების რისკზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ;
  • შესაცვლელი/ გადასაცვლელი პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მითითებულ პირობებს. პროდუქციის შეცვლამდე/გადაცვლამდე განხორციელდება მისი დათვალიერება/შემოწმება, თუ აღმოჩნდება, რომ ნივთი ვერ აკმაყოფილებს შესაბამის პირობებს, ნივთის გადაცვლა არ იქნება ნებადართული.  


გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შესაცვლელი/გადასაცვლელი პროდუქცია (ს):

  • არ უნდა იყოს გამოყენებული, გარეცხილი ან/და სხვანაირად დაზიანებული;
  • უნდა ჰქონდეს სასაქონლო იდენტიფიკატორი იარლიყი, ასევე პროდუქციის დასალუქი მოხსნადი იარლიყი;
  • უნდა დაბრუნდეს იგივე შეფუთვაში, რაშიც მიიღებს მომხმარებელი;
  • გადასაცვლელ პროდუქციასთან ერთად უკან წარმოადგინოთ ვარგის მდგომარეობაში მყოფი ინვოისი;
  • გახსოვდეთ, რომელიმე აღნიშნული პირობის/კრიტერიუმის დარღვევის შემთხვევაში თქვენი მოთხოვნა პროდუქციის შეცვლასთან/გადაცვლასთან დაკავშირებით იქნება უარყოფილი.


შეცვლა/გადაცვლას არ ექვემდებარება:

  • გახსნილი პროდუქცია, ისეთი სეციფიკის მქონე პროდუქციისთვის, რომლის რეალიზებაც ვეღარ მოხდება გახსნილ მდგომარეობაში;
  • 50% და მეტ ფასდაკლებაში შეძენილი პროდუქცია;
  • საცვლები, წინდები, პირსახოცები;
  • კომპლექტის ერთეული ნაწილი (შარვალ-კოსტუმის შემთხვევაში მხოლოდ შარვალი, მხოლოდ კოსტუმი და ა.შ.).

 

ვებ-გვერდი INGARDEROBE.COM-ზე განთავსებული შეკვეთის გაუქმება:

შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მისი განთავსებიდან 12 საათის განმავლობაში, თუ მითითებული მიტანის ვადის გათვალისწინებით პროდუქცია არ არის გამოსული საწყობიდან. 

შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში თქვენ მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა მყისიერად მიეწოდება ბანკს, რომელიც პასუხისმგებელია თანხის განბლოკვაზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ განთავსებული შეკვეთის დადასტურების შემდეგ, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ კონკრეტული პროდუქციის მარაგი არ არის სახეზე. ამ შემთხვევაში 12 (თორმეტი) საათის განმავლობაში ვებ-გვერდი INGARDEROBE.COM  უფლებამოსილია ცალმხრივად გააუქმოს თქვენი შეკვეთა რის შესახებაც გენცობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.


გარანტია

ვებ-გვერდი INGARDEROBE.COM-ის საშუალებით შესაძლებლობა გაქვთ შეიძინოთ წარმოდგენილი  პროდუქცია და მიიღოთ მომსახურება. ამავე სახის მომსახურების მიწოდება ხორციელდება ასევე რეალურ სავაჭრო ობიექტზე.ინგარდე

ვინაიდან ვაჭრობა მიმდინარეობს, როგორც რეალურად არსებულ სავაჭრო ობიექტზე, ასევე ონლაინ მაღაზიაში თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი, რომელიც თქვენს ელექტრონულ კალათა აღმოჩნდება, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე (ღირებულების გადახდამდე) არ იქნება დაზღვეული იმ რისკისგან, რომ  ვებ-გვერდზე  სხვა დარეგისტრირებული ან/და მაღაზიაში ადგილზე მისული მომხმარებელი არ დაგასწრებთ და არ შეიძენს ამავე ნივთს.

ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენ, როგორც ვებ-გვერდის მომხმარებელმა, ვერ შეიძინეთ სასურველი პროდუქტი მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი თქვენ შეძენის მომენტამდე, გადახდის ოპერაციის განხორციელებამდე იხილეთ INGARDEROBE.COM - ის ვებ გვერდზე ან დაარეზერვეთ ის თქვენს ელექტრონულ კალათა.

ვებ-გვერდი INGARDEROBE.COM-ის მიერ პროდუქციის აღწერა ხორციელდება მაქსიმალურად დეტალურად და ზუსტად. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ ფერები იყოს ზუსტად ასახული, არ შეგვიძლია მოგცეთ გარანტია, რომ თქვენი ციფრული მოწყობილობის  ეკრანზე გამოსახულება ასახავს პროდუქციის რეალურ ფერს.

ისეთი შეცდომის არსებობის შემთხვევაში, რომელიც გამოაშკარავდება შეკვეთის გაფორმების შემდეგ და რომელიც ხელს შეუშლის შეკვეთის წარმატებით დასრულებას ჩვენ უფლება გვაქვს ცალმხრივად შეკვეთის გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში გავაუქმოთ ნებისმიერი ასეთი შეკვეთა, შეკვეთის დადასტურებისა ან/და თქვენი საკრედიტო ბარათიდან თანხის ჩამოჭრის მიუხედავად, რის შესახებაც მიიღებთ ელექტრონულ შეტყობინებას.


მოქმედი სამართალი და დავები

ვებ-გვერდის ფუნქციონირება, გამოყნება და წინამდებარე პოლიტიკაში ხსენებული ნებისმიერი სახის ურთიერთობა რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ნებისმიერი დავა, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას წინამდებარე ვებ-გვერდით გათვალისწინებული მომსახურების დროს უნდა მოგვარდეს შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში შემავალ შესაბამის განსჯად სასამართლოს.

ვებ-გვერდზე INGARDEROBE.COM  განთავსებული რომელიმე პირობის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობა, გავლენას არ მოახდენს დანარჩენი პირობების იურიდიულ ძალასა და ნამდვილობაზე.

თქვენს მიერ კანონმდებლობის დარღვევისა და ჩვენი ინტერესებისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოფარგლება მხოლოდ ზემოთჩამოთვილი პირობის დარღვევით, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი განვაცხადოთ მომსახურების გაწევაზე, გავაუქმოთ თქვენი ანგარიში, ასევე თქვენს მიერ განხორციელებული შეკვეთები და მოვითხოვოთ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.


კონტაქტი

ნებისმიერი სახის დამატებითი ინფორმაციის, კითხვის ან/და დახმარებისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: Ingarderobe@gmail.com, ან დაუკავშირდით ჩვენს ოფისს სატელეფონო ნომერზე: (+995) 591 373 373.

ყველა სახის შეტყობინება გეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც თქვენ მიუთითეთ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს.

თქვენს მიერ ელექტრონული ფოსტის ცვლილების შემთხვევაში უნდა გვაცნობოთ წერილობით, ნებისმიერი შენაძენის გაკეთებამდე, ან დააფიქსიროთ ელ.ფოსტის მისამართის ცვლილება თქვენს ანგარიშში.